3-18-2024 კვირის გათიშვის შესახებ
გასულ კვირა დღეს, 15:30-ზე (CET), ჰეთთრიქი გაითიშა და საიტის მუშაობა მთელი საღამოს განმავლობაში არ აღდგენილა. გათიშვის მიზეზი ჩვენი მონაცემთა ბაზის სერვერის ერთ-ერთი დისკის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება, თუმცა მას ასევე მოჰყვა პროგრამული პრობლემები, რამაც ოპერაციული სისტემის სპონტანური ჩართვა-გამორთვა გამოიწვია. როცა სისტემის მუშაობა განახლდა, საიტის ჩართვამდე ჩვენ აღდგენითი სამუშაოს ჩატარება მოგვიწია, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მონაცემებს უსაფრთხოდ და სრულყოფილად იყო შენარჩუნებული.
როცა ჰეთთრიქმა მუშაობა განაახლა, ჩვენ 24 საათით გავახანგრძლივეთ ყველა ტრანსფერის ვადა, რომლებიც გათიშვის პერიოდში ან მისი დასრულებისთანავე უნდა ამოწურულიყო. ამან საშუალება მისცა ძრავს სწრაფად დასწეოდა განრიგს და ორშაბათს დილისთვის ჩატარებულიყო ყველა დაგეგმილი მატჩი და განახლება.
საბოლოო ჯამში, არც თამაშთან დაკავშირებული და არც სხვა რომელიმე სახის მნიშვნელოვანი მონაცემი არ დაკარგულა. დაიკარგა მხოლოდ დრო, და მომხმარებლების შესაძლებლობა გაეცათ ან გაეახლებინათ სამატჩო ბრძანებები კვირას დღისით და საღამოს. ჩვენ განვიხილეთ მატჩების გადადების საკითხი, რაც მოთამაშეებს მისცემდა მეორე ფანჯარას შემადგენლობების გასაგზავნად, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ახალი პრობლემების გაჩენის რისკს ქმნიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო უსაფრთხო და უკეთესი იქნებოდა ასეთი ნაბიჯისგან თავი შეგვეკავებინა.
გთხოვთ გამოიყენოთ ეს შემთხვევა იმის შესახსენებლად, რომ მნიშვნელოვანია სამატჩო ბრძანებების ადრე გაცემა, და სტანდარტული შემადგენლობის დამახსოვრება, ყოველი შემთხვევისთვის. ყოველთვის შეიძლება შემადგენლობის ჩასწორება თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ სტანდარტული შემადგენლობის არქონა ყოველთვის სახიფათოა.
დღეს ჩვენ მცირე ხარვეზიც შევასწორეთ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს, ვისაც სურთ ამ სეზონში მიაღწიონ ყველა ლიგის მატჩის ცოცხალ რეჟიმში ყურების მიზანს, გათიშვის გამო ხელი არ შეეშლებათ. გათიშვისას ნათამაშები მატჩები ნანახად ჩაითვლება.